რეკლამის მამა - დევიდ ოგლივი

კაცი, რომელიც დღეს სარეკლამო სამყაროში „რეკლამის მამად“ არის ცნობილი, თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენტის მზარეული იყო, ყიდდა გაზქურებს, მუშაობდა აუდიტორულ კომპანიაში, მერე კი მსოფლიოში ცნობილი სარეკლამო კომპანია Oglivy&Mother დააარსა.

ინგლისში დაბადებულმა დევიდ ოგლივიმ საქვეყნო აღიარებას ამერიკაში მიაღწია.

39 წლის ოგლივიმ, რომელმაც მანამდე საკუთარი ძალები ბევრ საქმიანობაში მოსინჯა, სარეკლამო სააგენტო Hewitt, Oglivy, Benson & Mather ნიუ იორკში დააფუძნა. თუმცა, მოგვიანებით სააგენტოს სახელი შეუცვალა და Oglivy&Mother უწოდა.

სარეკლამო სააგენტოს გახსნიდან ორ წელიწადში ოგლივის პირველი შედევრი - Hathaway-ს პერანგების სარეკლამო კამპანია გამოჩნდა. სარეკლამო კამპანიას “კაცი „ჰეთეუეის“ პერანგში“ ეწოდა, სარეკლამო განცხადებების პირველი სერია კი ჟურნალ „ნიუ იორკერში“ გამოჩნდა და უმალ მიიპყრო აუდიტორიის ყურადღება.

დევიდ ოგლივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარეკლამო კამპანია ლიუქსის კლასის პროდუქტს - ბრიტანულ ავტომობილ „როლს როისს“ მიეძღვნა. სარეკლამო კამპანიას შემდეგი სლოგანი ჰქონდა “At 60 miles an hour the loudest noise in this new Rolls-Royce comes from electric clocks” ( ყველაზე ხმამაღალი ხმაური ახალ როლს-როისში საათში 60 მილის გავლისას მხოლოდ ელექტრო საათიდან მოდის) . ოგლივიმ შესანიშნავად გაართვა თავი რეკლამისდამკვეთის ამოცანას - მიეყიდა ამერიკელებისთვის ავტომობილი, რომლითაც ინგლისელიარისტოკრატები გადაადგილდებოდნენ. რეკლამის გამოსვლისთანავე ავტომობილის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა.

სიცოცხლის განმავლობაში ოგლივიმ რამდენიმე წიგნი დაწერა, სადაც საკუთარ გამოცდილებას რეკლამის სფეროში მომუშავეებს უზიარებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია „ოგლივი რეკლამაზე“. სწორედ მისი წიგნებიდან დამკვირდა სარეკლამო სამყაროში ტერმინი „ოგლივიზმი“.

სარეკლამო სამყარო ასევე კარგად იცნობს დევიდ ოგლივის ციტატებს:

"თუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ კარდინალსა და ჯამბაზს ერთსა და იმავეს ეუბნებით, თქვენთვის ყველაფერი დამთავრებულია. სხვადასხვა სოციალურ, პროფესიულ და ასაკობრივ ჯგუფს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება”.

“მე არ ვიცი გრამატიკა... თუ გინდა დაარწმუნო ადამიანი იყიდოს რამე, ესაუბრე მის ენაზე. ენაზე, რაზეც ის ყოველდღე საუბრობს და ფიქრობს".