კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა. "დელტას" ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 13 სექტემბრის 20:17 საათიდან, 14 სექტემბრის 01:03 საათამდე კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თელავისა და ყვარლის რაიონებში შემოსული რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა. გასროლილი იქნა 30 ერთეულამდე რაკეტა, რამაც რამდენიმე ასეულ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე არსებული სასოფლო სამეურნეო სავარგულები დასეტყვას გადაარჩინა. აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების სრული ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.