იტალიაში ყურძნის რეკორდული რაოდენობა მოვიდა

წლევანდელი რთველის შედეგად, იტალიაში ყურძნის მოსავლის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

ადგილობრივთა განცხადებით, წელს ყურძნის რაოდენობა 47 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწევს, რაც 12%-ით მეტია გასული წლის მოსავალთან შედარებით.

„როიტერის“ ინფორმაციით, წელს საფრანგეთში 46,5 მილიონი ჰექტოლიტრი ყურძენი მოვიდა, ესპანეთში კი 43 მილიონი ჰექტოლიტრი.

„იტალიური ღვინის კავშირის“ პრეზიდენტის დომენიკო ძონინის განცხადებით, ყურძნის უხვ და კარგ მოსავალს ხელი შესაბამისმა ამინდმა შეუწყო.

მისივე თქმით, ყურძნის ჭარბი მოსავალი წელს იტალიის თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, გარდა ლომბარდიისა (მინუს 3%) და ტოსკანასი (0%).

წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ყურძენი - 9 317 000 ჰექტოლიტრი ვენეტოში მოვიდა.