"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ნოდარ ხადურს იბარებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს იბარებს.

მათ ხადურის მოსმენა პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშთან დაკავშირებით სურთ. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს სთხოვა, უმცირესობის თხოვნა გაითვალისწინოს და ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით 17 სექტემბრისთვის პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი მიიწვიოს.