"გალფის" ქსელში საწვავის ფასი კვლავ მცირდება

15 სექტემბრიდან "გალფის" ქსელში საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები 4-7 თეთრით შემცირდა. კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე ფასები ასეთია: G-Force პრემიუმი - 2,05; G-Force ევრო რეგულარი - 1,95; ევრო რეგულარი - 1,88; G-Force ევრო დიზელი - 1,95; ევრო დიზელი - 1,79. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.

"გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ, გალფი აგრძელებს წამახალისებელ აქციას. 15 სექტემბრიდან მხოლოდ G-Force-ის საწვავებზე, 30 ლარის შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრად ორბიტის საღეჭ რეზინს მიიღებს, ხოლო ნებისმიერი საწვავის 25 ლარის შენაძენზე საჩუქრად ავტომობილის არომატიზატორი გადაეცემა. კომპანია ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესს და კვლავაც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას, რათა საუკეთესო ფასი შესთავაზოს მის მომხმარებელს," – აცხადებენ კომპანიაში.