Fiat Chrysler მსოფლიოს მასშტაბით 27 520 ავტომობილს გაიწვევს

ტრანსმისიასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო იტალიურ-ამერიკული მწარმოებელი Fiat Chrysler მსოფლიოს მასშტაბით 27 520 ავტომობილს გაიწვევს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ხარვეზის გამო გაწვეული იქნება 2013-2015 წლებში გამოშვებული Dodge Dart-ის მოდელები.

არსებული ინფორმაციით, 23 ათასზე მეტი მოდელი აშშ-ში გაიყიდა, 3,3 ათასი - კანადაში , 450 ავტომობილი კი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ავტომობილებს, რომლებიც უკან გამოწვევას დაექვემდებარება, სიჩქარის გადართვის კოლოფის დეფექტი აქვს, რომელიც მოულოდნელად, პირდაპირ ავტომობილის მოძრაობისას შესაძლოა, ნეიტრალურ სიჩქარეში გადაერთოს. ამასთან ერთად, „ფიატ კრაისლერის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხარვეზის გამო ავტოავარიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.