ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს. მისი თქმით, ჰაკერების თავდასხმა კვირას, 13 სექტემბერს განხორციელდა. "დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალებს კარგად ესმით, თუ საიდან განხორციელდა ეს თავდასხმა", - აღნიშნა პესკოვმა.

მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.