ფინანსური კორპორაციები 2016 წელს კრიზისს პროგნოზირებენ

იაპონური საბროკერო კომპანია „დაივას“ პროგნოზით, მომავალ წელს მსოფლიოს ძლიერი ფინანსური კრიზისი ელოდება.

„ყველა შესაძლო რისკ სცენარიდან, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდის მოლოდინში უნდა ვიყოთ. თუ ვარდნას განაგრძობს ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკაა, შედეგი გლობალური კრიზისი იქნება და ისეთი, რომელიც მსოფლიოს მანამდე არ უნახავს“, - ნათქვამია „დაივას“ ანგარიშში.

იაპონური კომპანიის ნეგატიურ პროგნოზს იზიარებს ამერიკული ბანკი Citigroup-იც. ბანკის მთავარი ეკონომისტის ვილემ ბუიტერის განცხადებით, 2016 წელს გლობალური რეცესია ჩინეთში შექმნილი ვითარების გამო დაიწყება.

ამერიკული ბანკის ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ნავთობის ფასი მინიმალურ ნიშნულს მიაღწევს.