ლარი 20 წლის ხდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის მოახლოებულ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bpn.ge უცვლელად გთავაზობთ.

"რამდენიმე დღეში ლარი 20 წლის გახდება. არ დავწერ რა და როგორ, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის ეს ისედაც ძალიან მტკივნეული საკითხია. ეს ცხრილი მხოლოდ ერთ რამეს უჩვენებს, არის მხოლოდ ერთი სწორი გზა და ეს არის დასავლეთთან სრული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია", - დაწერა გიორგი ქადაგიძემ და 1995 წლიდან, 2014 წლის ჩათვლით, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გრაფიკი გამოაქვეყნა.

bpn