აგვისტოში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა. როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში სახელმწიფოს საგარეო ვალი 71 მლნ 583 ათასი დოლარით გაიზარდა.  რაც შეეხება მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, 2015 წლის აგვისტოში სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობას, ეს მაჩვენებელი 32 მლნ 929 ათასი დოლარით გაიზარდა.

2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 4 მლრდ 182 მლნ 477 ათასს დოლარს შეადგენს. აქედან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ვალდებულებები 2 მილიარდ 935 მილიონ 866 ათასი აშშ დოლარია.