ევროპის მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბის ზღვარზეა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ კვლევის თანახმად, ევროპის მოსახლეობის მეოთხედი - 123 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა.

„ოქსფამის“ კვლევაში, სახელწოდებით „ევროპა ყველასთვის და არა - რამდენიმესთვის“, აღნიშნულია, რომ ბელგიაში რეზიდენტთა 20%-ს სიღარიბე და სოციალური სიდუხჭირე ემუქრება, 15% კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

„ბელგიაში ხუთიდან ერთი ადამიანია სიღარიბის ზღვარზეა, ბრიუსელში კი 15-დან 24 წლამდელთა 40% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა“, - ნათქვამია „ოსფამის“ ანგარიშში.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოების ფენებს შორის მუდმივად მზარდი უთანასწორობა, როცა მდიდრების 5% იმ თანხას ფლობს, რასაც ღარიბების 75%, სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის.

„2009 წლიდან 2013 წლის პერიოდში ევროპელთა რაოდენობა, რომლებიც კომუნალურ და გაუთვალისწინებელ გადასახადებს ვერ იხდიან, 7,5 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზარდა.