ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის, "სარფის" მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას სომხეთის მოქალაქე ს.ე.-ს ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA-ის 112 აბი აღმოუჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს II განყოფილებას გადაეცა. ასევე "სარფში" შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ე.ო.-ის ბარგში 28 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Prelica (75 მგ პრეგაბალინ-ის შემცველობით) აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა. იმავე დღეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ვალე" თურქეთის მოქალაქე ე.ჰ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, სალონში არსებულ სათავსოში, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 19 აბი - აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს გადაეცა.