ვაზისუბნის "სმარტის" სავაჭრო ცენტრში "დანკინ დონატსი" გაიხსნა

"დანკინ დონატსის" ახალი რესტორანი თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრო რაიონში მდებარე "სმარტის" სავაჭრო ცენტრში გაიხსნა.

როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში "დანკინ დონატსს" უნიკალური პოზიცია აქვს. მისივე ინფორმაციით, "დანკინ დონატსი" მსოფლიოში 40-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მაგრამ საქართველოში ეს კომპანია ჩამოყალიბდა, როგორც სრულფასოვანი ფორმატის რესტორანი. "ჩვენ მომხმარებელი გვყავს როგორც დილით, ასევე შუადღეს და საღამოს. ეს ჩვენ მივაღწიეთ იმის გამო, რომ გვაქვს სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი. სენდვიჩების გაყიდვებმა გადაასწრო როგორც დონატების, ასევე ყავის პროდუქტების გაყიდვებს. სენდვიჩები და ბურგერისგვარი პროდუქტები "დანკინ დონატსს" ყოველდღიურად "სმარტისგან" მიეწოდება. ეს არის ამერიკული რეცეპტით დამზადებული ახალი პროდუქტები. ძალიან დიდი მადლობა მომხმარებელს, რომლებმაც "დანკინ დონატსი" ასე შეიყვარეს", - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

"ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი. 2015 წლის ბოლომდე "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში "დანკინ დონატსის" კიდევ 7 რესტორანს გახსნის და 200-მდე ადამიანს დაასაქმებს.  "ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე "სმარტის" სავაჭრო ცენტრი, რომელიც 2011 წლის აგვისტოში გაიხსნა, 2000 კვადატულ მეტრზეა განთავსებული და სუპერმარკეტი "სმარტის" გარდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს მოიცავს. 20 000-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანი "სმარტში", "სმარტ კაფე", აფთიაქი, ბანკის ფილიალი და სხვადასხვა ტიპის მაღაზიები მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. "დანკინ დონატსის" რესტორნის გახსნა კი სავაჭრო ცენტრს სტუმრობისათვის კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს", - აცხადებენ კომპანია "ვისოლ ჯგუფში".

"დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ბრენდია. "დანკინ დონატსი" უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. "დანკინ დონატსი" მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. "დანკინ დონატსის" რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები, კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები", - აცხადებენ კომპანიაში.