საქართველოში ფულის ონლაინ კონვერტაცია უკვე შესაძლებელია

როგორც Bpn.ge -ის კომპანია eWise.ge-ს გენერალურმა დირექტორმა აკაკი ონიანმა განუცხადა, კომპანია ბაზარზე ერთი თვეა რაც ფუნქციონირებს. "ჩვენი კომპანია აგვისტოს შუა რიცხვებში დაფუძნდა და უკვე ათასამდე მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი შესთავაზა. eWise.ge-ს საშუალებით, ვალუტის ონლაინ კონვერტაციაა შესაძლებელი, რაც მთავარია იმ კურსით, რომელიც სავალუტო ჯიხურების უმეტესობაშია", - განაცხადა აკაკი ონიანმა.

მისი თქმით, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში აქვს საკმაოდ მაღალი კურსი, რაც მომხმარებლისგან დამატებითი თანხების გადახდას გულისხმობს. "ჩვენს შემთხვევაში კი ინტერნეტის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ სასურველი ვალუტის სასურველ ვალუტაში კონვერტაცია იმ კურსით, რომელიც ქუჩის ჯიხურებშია, ამით დაზოგავენ ფულს და დროს", - აღნიშნა აკაკი ონიანმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ ლარის, დოლარის და ევროს კონვერტაცია განახორციელონ. "ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან ბანკებთან და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სარგებლობს "ინტერნეტ ბანკინგით" შეუძლია მიუთითოს ანგარიშის ნომერი, რომლიდანაც გადმორიცხავს თანხას ჩვენს ანგარიშზე და ანგარიში, რომელზეც უნდა რომ მიიღოს უკვე კონვერტირებული თანხა. ჩვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან დაახლოებით ნახევარი საათში მომხმარებელი ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე მიიღებს კუთვნილ უკვე კონვერტირებულ თანხას მითითებულ საბანკო ანგარიშზე", - აცხადებს ონიანი.

www.ewise.ge

R