ACF დმანისში პროექტის ფარგლებში სადემონსტრაციო დღეს ატარებს

პროექტის - "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში სადემონსტრაციო დღე გაიმართება.

ENPARD-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაცია ACF ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში, ატარებს სადემონსტრაციო დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში.

სადემონსტრაციო მოდელი ადგილობრივი ფერმერის, გიორგი ციხელაშვილის ნაკვეთში მოეწყო. პროექტის ფარგლებში ჟოლოსა და უეკლო მაყვლის ნერგები დაირგო; წვეთოვანი მორწყვის სისტემა დამონტაჟდა.

ღონისძიებაზე 12:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.