ჩილეში სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლები გაიფიცნენ

ჩილეში სამოქალაქო ავიაციის თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს. "ბიბისის" ცნობით, გაფიცვაში დისპეტჩერები და აეროპორტების სხვა თანამშრომლები მონაწილეობენ. ისინი კონტრაქტების გადახედვას და პენსიაში გასვლის პროცედურების შეცვლას ითხოვენ.

ჩილეს მთავრობის პრესსპიკერის, მარსელო დიასის თქმით, აღნიშნული გაფიცვა ჩილეს ისტორიაში ყველაზე დიდი ზარალის მომტანი იქნება. პროტესტის გამო დაახლოებით 324 რეისი გაუქმდება. შედეგად დაახლოებით 50 000 მგზავრი დაზარალდება. როგორც ჩილეს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროტესტის დროს მხოლოდ საგანგებო ფრენები შესრულდება.