სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.47-2.50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.47-2.50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.39-დან 2.44 ლარის ფარგლებში იბარებენ.  სავალუტო ჯიხურებში დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მაჩვენებელი რამდენიმე პუნქტით მას შემდეგ კიდევ დაეცა, რაც ეროვნულმა ბანკმა გუშინ ეროვნული ვალუტის გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ზოგიერთ მათგანში ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.56 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები დღის განმავლობაში სწრაფად იცვლება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა.