ახმეტის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა განეიტრალდა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ინფორმაციით, ახმეტის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა წარმატებით განეიტრალდა.

"დელტას" ინფორმაციით, "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 15 სექტემბრის 22:00 საათიდან კახეთის რეგიონში ახმეტის რაიონის თავზე ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით შემომავალი მეოთხე კატეგორიის სეტყვის ღრუბელი დაფიქსირდა, საერთო ფართობით 185 კმ2.  მათივე ინფორმაციით, სეტყვის მოსვლის ალბათობა 80% იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40 მმ-მდე. 22:31 საათიდან 22:44 საათამდე ღრუბელზე სარაკეტო ზემოქმედება სამჯერ განხორციელდა. გასროლილი იქნა 15 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა, შედეგად ახმეტის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა მთლიანად განეიტრალდა და დაიშალა.