"ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტს ალექსი ხოროშვილი დაიკავებს

"ლიბერთი ბანკში" საკადრო ცვლილები ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ბანკში დაადასტურეს. "ლიბერთი ბანკის" აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ხოროშვილი ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

ალქსი ხოროშვილი "ლიბერთი ბანკს" 6 წლის წინ შეუერთდა და ამ ხნის განმავლობაში აუდიტის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.  "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ამჟამად გიორგი არველაძეა, რომელიც ბანკს ორი წლის წინ ჩაუდგა სათავეში და თანამდებობას 1 ოქტომბრიდან დატოვებს. რაც შეეხება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ გურგენიძეს, როგორც ბანკში აცხადებენ, ის თანამდებობაზე რჩება.