იტალიის მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულმა კონფედერაცია CNA-მ ოკუპირებულ აფხაზეთთან შეთანხმება გააფორმა

იტალიის მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულმა კონფედერაცია CNA-მ აფხაზურ მხარესთან შეთანხმება გააფორმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამეწარმეო პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება იტალიაში მიმდინარე Fiera del Levante-ს გამოფენის ფარგლებში დაიდო, რომელშიც სოხუმის მარიონეტული რეჟიმის წევრებიც მონაწილეობენ. აფხაზური მხარის ცნობით, კიდევ ერთი შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების სფეროში მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დაიდო მატერას სავაჭრო-სამეწარმეო პალატასა და აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამეწარმეო პალატას შორის.

იტალიურმა მხარემ "სხვადასხვა სფეროში სამეწარმეო წრეებთან კავშირების დასამყარებლად აფხაზეთში ვიზიტის სურვილი გამოთქვა", - იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამეწარმეო პალატა.