ქვესადგურში "ქსანი-500" 500 კილოვოლტიანი რეაქტორის დამონტაჟების სამუშაოები დასრულდა

მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ქვესადგურში "ქსანი-500" 500 კილოვოლტიანი რეაქტორის დამონტაჟების სამუშაოები დასრულდა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით,  ძალოვანი ტრანსფორმატორების და რეაქტორების პარკს 500 კილოვოლტიანი, 3 ცალი 60 მეგავატი სიმძლავრის მაშუნტირებელი რეაქტორი-РОМБСМ-60000/500 შეემატა. მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი, ასევე ახალი რეაქტორი დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობისა და 500კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზებზე წარმოქმნილი რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციაში.

სსე-ის სპეციალისტებმა, აგვისტოს გაუსაძლისი სიცხის პირობებში, უმოკლეს ვადაში - ერთი თვის განმავლობაში, შეძლეს რეაქტორის სამივე ფაზის მონტაჟი.