“პალიტრა მედია ჰოლდინგი” კვლავ აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში - „ისწავლე და იმუშავე“

“პალიტრა მედია ჰოლდინგი” კვლავ აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში - „ისწავლე და იმუშავე“.

”პალიტრა” დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის - ”ისწავლე და იმუშავე” პირველი ნაკადის სტუდენტებიდან, მედია ჰოლდინგში ოთხი წარმატებული მონაწილე დასაქმდა.

პროექტის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ”პალიტრის” აკადემიაში ორთვიან ტრენინგებს გაივლიან. ტრენინგების პარალელურად, ისინი იმუშავებენ და გაივლიან პრაქტიკას ჰოლდინგის გაყიდვების დეპარტამენტში. წარმატებული მონაწილეები ”პალიტრაში” დასაქმდებიან.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:

გაყიდვების ტექნიკას;

მოლაპარაკების ხელოვნებას;

საზოგადოებასთან ურთიერთობას;

რეკლამის გაყიდვებს;

2 თვიან, კურსებს გამოცდილი პროფესიონალები ჩაატარებენ.

პროგრამის თეორიული ნაწილი ჩატარდება ტრენინგ ცენტრში, კოსტავას 47 ნომერში, ხოლო მონაწილეები პრაქტიკულ გამოცდილებას ”პალიტრა მედიას” სათავო ოფისში მიიღებენ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაწესებული ძირითადი მოთხოვნებია:

** ასაკი: 20-დან 32 წლამდე;

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ნებისმიერი სპეციალიზაციის მიხედვით);

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;

** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

** მიზანდასახულობა და ენერგიულობა;

** გუნდურობა;

მონაწილე იხდის ტრენინგის ღირებულების სიმბოლურ, 15 %-ს - 60 ლარს. ტრენინგის ღირებულების 85%-ს აფინანსებს “პალიტრა მედია ჰოლდინგი”. პროექტის კურსის სრული ღირებულებაა - 380 ლარი.

„ისწავლე და იმუშავე პროგრამის“ მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე ხდება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი СV მისამართზე career@palitra.ge არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.

შეგახსენებთ, რომ ”ისწავლე და იმუშავე" ”მედია პალიტრის” სოციალური პროექტია, რომელიც მოტივირებულ, მიზანდასახულ და კრეატიულ ადამიანებს სწავლასთან ერთად, დასაქმების რეალურ შანსს სთავაზობს.

პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულმა 25-მა კონკურსანტმა ორთვიანი ტრენინგი უფასოდ გაიარა. ოთხი ყველაზე წარმატებული მონაწილე კი "პალიტრაში" დასაქმდა.

ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს გაყიდვების ტექნიკა, მოლაპარაკების ხელოვნება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და რეკლამის ფსიქოლოგია. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული გამოცდილება 10, 20-წლიანი სტაჟის მქონე ადამიანებისგან მიეღოთ.

პროექტის - ”ისწავლე და იმუშავე” ფარგლებში, ”პალიტრა” დაინტერესებულ პირებს - მე-4 კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

ნატალია დადიანი