ხელნაწერთა ინსტიტუტი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადავა

ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი გადავა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, როდესაც პრივატიზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"პრივატიზების ნაწილში, მინდა მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით, 103 პროცენტით არის უკვე შესრულებული პრივატიზება, რაც გეგმაში ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროს. დაანონსებული ობიექტები პრაქტიკულად ყველა გაიყიდა. ერთადერთ ობიექტზე, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ გადავა ხელნაწერთა ინსტიტუტი, რაც, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. თუ თქვენ გინახავთ ის განძი, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელნაწერების სახით, ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ცენტრალურ უბანში ჰქონდეს კარგი მუზეუმი", - განაცხადა ქუმსიშვილმა.