ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებული სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდება

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ტენდერში გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს თვის ბოლოს ან მომდევნო თვის დასაწყისში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინეთში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მიიღეს ჩინეთის პრემიერ-მინისტრისგან.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გააჟღერა ჩინეთის პრემიერმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ანაკლიის პორტი. მან დააფიქსირა, რომ ცნობილია და მხარს უჭერს ანაკლიაში აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ამ დონეზე ნათქვამ ყველა სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, აუცილებლად აისახება ცხოვრებაში",- განაცხადა ქუმსიშვილმა.