ეს ქალი მილიონერი გახდა... უსარგებლო ნივთების გაყიდვით

სიახლე არ არის სოციალურ ქსელში ნივთების, აქსესუარების, ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის გაყიდვა. ინტერნეტმომხმარებელს აქვს საშუალება შეიძინოს ესა თუ ის ნივთი ხელსაყრელ ფასად. გაითვალისწინეთ! კრეატიული მიდგომას ამ საკითხთან - საოცრების მოხდენა შეუძლია. 53 წლის ამერიკელი ლინდა ლაიტმანი თვლის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, უსარგებლო ნივთების გაყიდვით მატერიალური კეთილდღეობა მოიპოვოს. რამდენიმე რჩევა მათ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, მიბაძოს ლინდას...

15 წლის წინ ლინდამ, ფინეთის პატარა ქალაქის იურისტმა თავისი ბიჭის ოთახის დალაგება გადაწყვიტა. შეაგროვა ყველაფერი, რაც მისი შეხედულებით უსარგებლო იყო და წარმატებით გაყიდა ონლაინ. აღმოჩნდა, რომ ვიღაცისთვის ეს ნივთები სულაც არ იყო უსარგებლო. ლინდას მოეწონა არა მარტო შედეგი, არამედ თვითონ პროცესიც: ფოტოების გადაღება, ამა თუ იმ ნივთის აღწერა, ურთიერთობა მყიდველებთან. ამის შემდეგ გადაწყვიტა, თავის გარდერობში გადაენაცვლა. ფინანსურმა შედეგმა ისევ გაახარა. როდესაც ლინდას მეგობრებმა შეიტყვეს მისი საქმიანობის შესახებ, სთხოვეს, მათი ნივთებიც გაეყიდა. მიიღო გადაწყვეტილება - გაეერთიანებინა საქონელი ერთ მაღაზიაში. ასე დაიბადა ონლაინ-ბუტიკი - Linda’s stuff.

დღეს Linda’s stuff-ში მთელი მსოფლიოდან აგზავნიან ტანსაცმელს, აქსესუარებს და კოსმეტიკას, ლინდა კი გაყიდვებიდან იღებს პროცენტს. "ყოველდღე 5000- მდე საქონელი გვაქვს ატვირთული სადემონსტრაციოდ. მთლიანად საიტზე 140 000 ნივთია“, - გვიხსნის ლინდა. ახლა ის, რა თქმა უნდა, მარტო აღარ მუშაობს: Linda’s stuff-ში 110 თანამშრომელია დასაქმებული, კომპანიას დიდი ოფისი აქვს. ეს საქმიანობა საოჯახო ბიზნესად გადაიქცა: მასთან ერთად მუშაობენ მისი ქმარი და ორივე შვილი.

2014 წელს ლინდას წლიურმა შემოსავალმა 25 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა ფირმას. ასეთი საქმიანობით დაკავებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაც. ლინდა ამ ბიზნესში პიონერი იყო. იგი თვლის, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუ სურვილი ექნება, აქვს შანსი გაიმეოროს მისი გზა. ლინდა ამ საქმიანობით დაინტერესებულ პირებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

იხილეთ გაგრძელება