ლაშა პაპაშვილი: ლარის კურსი მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის ხელში არ არის

ლარის კურსი მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის ხელში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მოლოდინი აქვს, რომ კურსის დასტაბილურება მოხერხდება."შეხვედრაზე ვისაუბრეთ ზოგადად ეკონომიკურ სიტუაციაზე. ითქვა, რომ ბევრი პოზიტივი და ბევრი ნეგატივია, მაგრამ ჯამში მაინც პოზიტივზე დავრჩით. რაც შეეხება უშუალოდ ლარის კურსს, ის მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის ხელში არ არის. მისასალმებელია და კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სურვილი და იციან, რა უნდა გააკეთონ. რამდენად კარგად გააკეთებენ, ამას ყველა ვნახავთ. უშუალოდ ეკონომიკის მინისტრს, ბატონ დიმიტრის, მე დიდი ხანია საბანკო სექტორიდან ვიცნობ. მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება პოზიტიურია და მგონია, რომ კურსთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას მოვახერხებთ", - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა.