"თელიასონერა" ევრაზიის რეგიონს ტოვებს

შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „თელიასონერა“, რომელიც საქართველოში კომპანია „ჯეოსელის“ მფლობელია, ევრაზიის რეგიონში საქმიანობას შეამცირებს, დროთა განმავლობაში კი რეგიონს სრულად დატოვებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „თელიასონერა ფოკუსს უფრო აქტიურად მიმართავს ევროპასა და შვედეთში.

„ორწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, გაგვეუმჯობესებინა ევრაზიის რეგიონში არსებული ოპერატორები, ჩვენ სახეზე გვაქვს უკეთესი და კარგად ორგანიზებული კომპანიები. გვეჯერა, რომ ამ კომპანიებს მომავალში სხვები განავითარებენ წარმატებულად“, - განაცხადა „თელიასონერას“ პრეზიდენტმა იოჰან დენნელინდმა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ევრაზიის ბაზრიდან გასვლის პროცესი უკვე დაწყებულია და ის საქართველოს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, ტაჯიკეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთს შეეხება.

„თელიასონერას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა კომპანია „ჯეოსელი“. როგორც ქართულ კომპანიაში აღნიშნავენ, „თელიასონერას“ ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის ოპერირებაში.

„დღეს „თელიასონერამ“ ოფიციალურად გაასაჯაროვა განზრახვა ევრაზიის ბაზრიდან გასვლის პროცესის დაწყების შესახებ. ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული ქმედებები არ განხორციელებულა. მომავალში, ახალი დეტალებს არსებობის შემთხვევაში, კომპანია გააკეთებს შესაბამის კომუნიკაციას. ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას/ცვლილებებს კომპანიის ოპერირებაში. ჯეოსელის საქმიანობა, ინიციატივები და პროექტები გრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია „ჯეოსელის“ განცხადებაში.