მთავრობამ პარლამენტს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების კანდიდატურები წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების კანდიდატურები წარუდგინა. პარლამენტში ოთხი კანდიდატურა შევიდა.  კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები. პარლამენტი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 7 წევრიდან 5-ს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით - სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.