"ვერ დავიჯერებ, რომ ამ ქალბატონს საფერავის მოყვანა 75 თეთრი დაუჯდა"

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მცხეთა-თიანეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ კიკნაველიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კახელ ქალბატონს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ საფერავის დაკრეფა 75 თეთრი დაუჯდა.

bpn.ge უცვლელად გთავაზობთ ნიკოლოზ კიკნაველიძის პოსტს:

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი არის შესანიშნავი ორატორი და ნაციონალებსაც კარგად მოაკეტინა, მე, სოფლის მეურნეობის დოქტორი, ნიკოლოზ კიკნაველიძე ვერ დავიჯერებ, რომ მას საფერავის მოყვანა დაუჯდა 75 თეთრი.

1. კალკულაცია გავაკეთე სამჯერ, გავითვალისწინე გამოკვებაში 500 კგ. იტალიური NPK (ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი) ადრიატიკა, რაც გამორიცხულია, რომ მას შეეტანა და 45 თეთრს ვერ გავცდი.

2. მეორე, უხერხულობა ის არის, რომ თუ მან დახარჯა ჩემს მიერ მიღებული 45 თეთრი რეალურად მისი მოსავალი არ უნდა ყოფილიყო 10-12 ტონაზე ნაკლები.

3. მესამე, უხერხულობა, რაც მისმა საუბარმა შემიქმნა ისაა, რომ ქარხნამდე მიტანაში 300 ლარს ართმევს რეისში სატვირთო მანქანა. მანქანა ქარხნამდე მიტანაში 300 ლარს რომ იღებდეს, დღეში ეს მანქანა 7-8 რეისს მოასწრებს, შესაბამისად მან უნდა გამოიმუშაოს 2100-2400 ლარი. ეს ასე, რომ იყოს, კახეთში რთველი ორი კვირა მაინც გრძელდება. ნებისმიერი იყიდიდა კრედიტით სატვირთო მანქანას 3 ტონიანი ტვირთამწეობით ალუმინის კუზაოთი, რადგან ეცოდინებოდა, რომ 8 სამუშაო დღეში დაფარავდა მანქანის ხარჯს, მე-9 დღეს კი კრდიტის პირგასამტეხლოს და დარჩენილ 5 დღეში გამოიმუშავებდა თავის წილად 10 000 ლარს.

4. მეოთხე უხერხულობა ისაა, რომ მარტო ნამდვილად ვერ დაკრიფავს ეს ქალბატონი 1 ჰექტარ ვენახს მაგრამ, მას ნამდვილად ეყოლება მეუღლე და შვილები, რომლებიც კრეფის დროს აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნო, რომ 12 ქალი არამგონია მან დაიქირავოს, მით უმეტეს 6-7 ტონა ყურძენის დასაკრეფად მაგრამ, 300 - 350 ლარი დაკრეფა ნამდვილად დაუჯდება, რადგან კვების ხარჯიც უნდა გაითვალისწინოს", - წერს ნიკოლოზ კიკნაველიძე.

იხილეთ ვიდეო