რომან გოცირიძე - არ არის საჭირო მინიზედამხედველობის შექმნა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქცია უბრუნდება იმ ნაწილში, რომელიც ეხება ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საბანკო-საფინანსო ტრანსაქციების შესახებ  (FATCA). ამის შესახებ მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

bpn უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"ეს არის ამერიკელების მოთხოვნა. მოტივი შეიძლება იყოს ერთადერთი: არ ენდობიან ახალ ზედამხედველობის სამსახურს. ეს არ უნდა დაუშვას პარლამენტმა, რადგან არ არის საჭირო მინიზედამხედველობის შექმნა ეროვნულ ბანკში. ეს აკნინებს ახლადშექმნილ ზედამხედველობას, რაც არ არის კარგი ქვეყნისთვის. რადგან იგი არის ცალკე ორგანო, ახლა ყველა ვალდებულია იზრუნოს მის გაძლიერებაზე. ახლა ხდება საბჭოს ხუთი წევრის არჩევა და არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ისეთივე უცნობი დილეტანტები შეარჩიონ, როგორც ეს ხდებოდა მთავრობის წევრების დანიშვნის შემთხვევაში", - დაწერა რომან გოცირიძემ.