"ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხი კიდევ 212 მილიონი ლარით გაზარდა"

საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად ახდენს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას

ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველ შესაძლო მომენტს იყენებს ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად. ასეთი თამამი განცხადების გაკეთების საშუალებას კი გვაძლევს ბოლო 11 თვის მანძილზე მათ მიერ განხორცილებული არათანმიმდევრული და აშკარად „ანტი-ლარის“ პოლიტიკა.

იმ მომენტში, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური მიზეზები არ არსებობს და ლარი უფასურდება აჟიოტაჟის და სპეკულაციის ხარჯზე, ეროვნულმა ბანკი კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას და უბიძგებს ლარს მომდევნო დევალვაციისაკენ. კერძოდ, 17 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (მუდმივმოქმედი) რეფინანსირების სესხის ოდენობა კვლავ გაზარდა, თუმცა ამჯერად არა რამდენიმე ათეული მილიონით, არამედ მთელი 212 მილიონით (22%-ით). რაც აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ეროვნული ვალუტის კურსზე უკვე მომდევნო კვირიდან.

ეროვნული ბანკის თანახმად მან ეს ნაბიჯი გადადგა კომერციული ბანკების ლიკვიდობის მხარდასაჭერად, თუმცა კომერციული ბანკების ლიკვიდობის პრობლემა არ არის ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი, უფრო მეტიც ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ირღვევა მომხმარებლების უფლებებიც. ვგულისხმობ რომ კომერციული ბანკები მათი ლიკვიდობის უზრუნველყოფას არა ეროვნული ბანკიდან აღებული სესხით არამედ ანაბრებზე უფრო მაღალი პროცენტების დაწესების გზით უნდა იზიდავდნენ, სადაც მომხმარებელიც და ბანკიც მოგებულები დარჩებიან და არა ცალმხრივად მხოლოდ ბანკები, როგორც ეს დღეს ხდება. უფრო მეტიც, მსგავსი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი ეწინააღმდეგება თავის ერთ-ერთ უშუალო ვალდებულებასაც - ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნებას, რასაც ასეთი ხერხებით ის ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ნაბიჯები ხშირად ემთხვევა ქვეყნაში გარკვეული პოლიტიკური ტალღების აგორებას.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი

დირექტორი,

ვახტანგ ჭარაია