მიხეილ დუნდუა: ლარის გაუფასურება ხელოვნურია

"ეროვ(ნული) ბანკის ობსტრუქცია ნერონიზაციაში გადაიზარდა! " - ამის შესახებ ორგანიზაცია 20/30-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

დუნდუას პოსტს bpn.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ეროვ(ნული) ბანკის ობსტრუქცია ნერონიზაციაში გადაიზარდა! გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება ეროვნული ბანკის მიმართ 782 მილიონ ლარამდე გაზარდა. ეს ახალი, ჯერარნახული ისტორიული მაქსიმუმია. რეფინანსირების სესხმა 1 მილიარდ 162 მილიონი შეადგინა. ესეც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ეკონომიკური პარამეტრები კი ლარის სტაბილიზაციაზე დადებითად მოქმედებს. ეროვნული ბანკი დევალვირებულ ლარს მოკლევადიანი რეფინანსირების სახით ბანკებს აწვდის, რაც შემდეგ მოკლევადიან საცალო სესხებში, საიმპორტო-სავალუტო შესყიდვებში ტრანსფორმირდება. დუსტიც სცადეთ ბატონო გიორგი, დუსტი ... თორემ 4 მილიონიან მოსახლეობას მხოლოდ ლარის გაუფასურებით ვერ ვანადგურებთ და მოგვეჭრა თავი ოდესის გუბერნატორის წინაშე...

P.S. ლარის გაუფასურება ხელოვნურია, მალე ყველაფერი კარგად იქნება...", - წერს დუნდუა სოციალურ ქსელში.

ეროვ(ნული) ბანკის ობსტრუქცია ნერონიზაციაში გადაიზარდა!