ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში - AdBlackSea-ის სემინარული პროგრამა

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში, PLENUM Brand Consultancy - ის მმართველი პარტნიორი , ილია ლაზუჩენკოვი 25 სექტემბერს წარადგენს თემას - "ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში".

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მომხმარებლის გამოცდილების პროექტირება - "ბრენდინგის ახალი პარადიგმა" ციფრულმა ეპოქამ არა მხოლოდ კომუნიკაციის ახალი სახეობები გვაჩუქა, მან მომხმარებლის მხრიდან პროდუქტებისა და მომსახურების მიმართ აღქმაც შეცვალა.  "ვიზუალურ, ვერბალურ და ტაქტილურ ფაქტორებთან ერთად, ბრენდი "ურთიერთქმედების ლოგიკითაც" ფორმირდება. გააზრებულობა, ადაპტურობა, უკუკავშირი - მომხმარებელი ყველა ამ ატრიბუტს ითხოვს მომსახურების და პროდუქტის მომწოდებლებისგან. როგორ მოვახდინოთ მომხმარებლის გამოცდილების კაპიტალიზირება? რა წყალქვეშა ქვებს შეიცავს მომხმარებლის გამოცდილების მოდელების პროექტირება?", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

თემა ეხება ციფრული და ოფლაინ სამყაროს გადაკვეთაზე მუშაობის სპეციფიკაზე და იძლევა საშუალებას სხვა კუთხით მოხდეს დანახვა სამოქმედო ინსტრუმენტების. სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქეისები მომსახურების სფეროდან - ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, რითეილი და სხვ.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AdBlackSea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.  რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ის მედია მხარდამჭერები არიან: Marketer.ge, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, პალიტრა ტვ, რადიო პალიტრა, Georgian Journal, CBW.ge, ABW.ge, ipress.ge, ibusiness.ge, Myvideo.ge, Flit Media - ჟურნალები EGO და EGO MAN, მულტიმედია-ციფრული პლატფორმა ,,სტარვიზია", რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, ტელეკომპანია მაესტრო, საინფორმაციო სააგენტო Editori, Leavingstone, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ის მხარდამჭერები არიან: თელიანი ველი, ბორჯომი, კოკა-კოლა, თიბისი ბანკი.

რეგისტრაცია ხდება ვებ გვერდზე: www.adblacksea.com. დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 18 სექტემბრამდე. საქართველოს მოქალაქეებისათვის დასწრება უფასოა.