"ფეისბუქზე" მალე ღილაკი "არ მომწონს" გამოჩნდება

სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ დამაარსებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ღილაკი „არ მომწონს“ მალე გამოჩნდება.

„უკვე რამდენიმე წელია, ხალხი „არ მომწონს“ ღილაკის დამატებას გვთხოვს. დღეს კი განსაკუთრებული დღეა, რადგან ბოლოს და ბოლოს, შემიძლია იმის თქმა, რომ ვმუშაობთ ამაზე და სულ მალე ჩავუშვებთ სატესტო ვერსიას“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

მისივე თქმით, სურს, რომ „არ მომწონს“ ღილაკი მომხმარებელმა არა სხვების პოსტების მიმართ მუდმივად ნეგატიური დამოკიდებულების გამოსახატად გამოიყენოს, არამედ მაშინ, როცა მეგობრების თანაგრძნობა სურს და ასეთ დროს „მოწონება“ ღილაკის გამოყენება მიუღებელია.

„ფეისბუქში“ მოწონების ღილაკი 2009 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ბევრი მომხმარებელი ითხოვდა „არ მომწონს“ ღილაკს.