აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტთა რაოდენობით აზერბაიჯანი მოწინავე ადგილზეა

მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტთა რაოდენობით აზერბაიჯანი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აზერბაიჯანში სარეკლამო კამპანიის მიმდინარე შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს აჭარის განთავსების ობიექტებში 29%-იანი ზრდა იყო დაფიქსირებული, 2015 წლის მიმდინარე მონაცემებით კი აზერბაიჯანი რაოდენობრივი მაჩვენებლით თურქეთის შემდეგ კვლავ მეორე პოზიციაზეა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უკვე რამდენიმე წელია სარეკლამო კამპანიებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პერმანენტულად ახორციელებს.

"დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, სადაც აჭარის სტენდი განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბილბორდები, რეკლამები სამგზავრო ავტობუსებზე თუ სარეკლამო რგოლები მონიტორებზე 2015 წლის 2 აპრილიდან 31 მაისამდე ბაქოს ხალხმრავალ ადგილებში აქტიურად ვრცელდებოდა. ტურიზმის დეპარტამენტმა უმასპინძლა ასევე აზერბაიჯანის წამყვან მედია საშუალებებს, რომლის შედეგადაც სხვადასხვა დადებითი ხასიათის სტატია და სატელევიზიო სიუჟეტი გავრცელდა აზერბაიჯანის მედია სივრცეში. ამ ეტაპზე გავრცელებული სტატიების წვდომამ უკვე შეადგინა 13 მილიონზე მეტი. ქვეყნის მასშტაბით რეიტინგით მესამე ადგილზე მყოფმა აზერბაიჯანულმა ტელევიზიამ ATV-მ კი 41 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა ჩვენს რეგიონს: https://www.youtube.com/watch?v=GOPH7LgUB-Q

გთავაზობთ სტატიების ლინკებს: ბათუმი - ჩემი სულის სიმღერა

http://news.day.az/unusual/613538.html

აზერბაიჯანელი ჟურნალისტების თავგადასავლები აჭარაში

http://vesti.az/news/262993#ad-image-0

ზაფხულის ბათუმის და მთიანი აჭარის ფერადოვნება

http://1news.az/bomond/lifestyle/20150826091358026.html", - ნათქვამია ინფორმაციაში.