დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებმაც ორივე ობიექტის განვითარების გეგმები წარმოადგინეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. შეხვედრაზე განხილული იყო ბათუმის ნავთობტერმინალსა და ნავსადგურთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. აღინიშნა, რომ ნავთობტერმინალსა და ბათუმის ნავსადგურში ინვესტორმა კომპანიამ თანამშრომლებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 12-15 პროცენტით გაუზარდა.

მხარეებმა განიხილეს განვითარების შესაძლებლობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.