ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე აირჩიეს

ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე აირჩიეს. პარლამენტში საბჭოს წევრების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს.  ახალი საბჭო პარლამენტს სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატს წარუდგენს. სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატად კოტე სულამანიძეა წარდგენილი.