ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი 7 წლის ვადით კოტე სულამანიძე გახდა

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი 7 წლის ვადით კოტე სულამანიძე გახდა. მის კანდიდატურას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საბჭოსთან შეთანხმებით წარადგინა.  გარდა ამისა, პარლამენტმა მთავრობის მიერ შეთავაზებული სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა, ხოლო საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია. სააგენტოს საბჭოში ასევე შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს.

ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გასვლა კრიტიკისა და ხმაურიანი განხილვის საგანი იყო. პარლამენტის შესაბამის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა.