10 ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა (+ფოტო)

CNN-ი ათი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის სიას აქვეყნებს, რომელიც Pebble Beach-ის აუქციონზე გაიყიდა. რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა 1964 წელს გამოშვებულმა წითელმა „ფერარიმ“. მასში 17.6 მილიონი დოლარი გადაიხადეს. აღნიშნული ავტომობილი წარმოებიდან დღემდე ხან ინგლისის, ხან იტალიის, იაპონიისა და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში იყო. მეორე ადგილიც „ფერარიმ“ დაიკავა, თუმცა 1961 წელს გამოშვებულმა, რომელიც 16,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ ავტომობილმა აშშ-დან ევროპაში ოთხჯერ იმოგზაურა. ბოლოს ის საფრანგეთის სამხრეთში მცხოვრები ერთ-ერთი მდიდარი ადამიანის საკუთრებაში იყო.  მესამე ადგილზეც „ფერარი“ გავიდა. 1962 წელს გამოშვებული ლურჯი ავტომობილი 16,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილის დიზაინი ცნობილმა იტალიელმა ავტოდიზაინერმა, ნუჩიო ბერტონემ შექმნა.

მეოთხე ადგილას სპორტული ავტომობილი McLaren F1 გავიდა. მასში 13,8 მილიონი დოლარი გადაიხადეს. იგი მიჩნეულია ერთ-ერთ წამყვან ავტომობილად, რომელიც ყველაზე კარგად მანევრირებს.  ხუთეულში მოხვდა „იაგუარიც“. 1953 წელს გამოშვებული ბევრისთვის საოცნებო ავტომობილი 13,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მეექვსე, მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებიც „ფერარის“ ერგო.

1956 წლის ცისფერმა „ფერარიმ“ მეექვსე ადგილი დაიკავა, რომელშიც ასევე 13,2 მილიონი დოლარი გადაიხადეს, მერვე ადგილას 1959 წლის წითელი „ფერარი“ გავიდა. მასში 8,5 მილიონი დოლარი გადაიხადეს. მეცხრე ადგილი 1959 წლის შავ „ფერარის“ ერგო, რომელიც 8.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მეათეზე გასული 1950 წლის ასევე წითელ „ფერარიში“ კი 8 მილიონი დოლარი გადაიხადეს. ათეულში მოხვდა „პორშეც“. 1982 წელს გამოშვებული უცნაური ფორმის თერთ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი „პორშე“ 10,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Pebble Beach-ის აუქციონი ყოველ წელს იმართება და იგი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავტოშოუდ მიიჩნევა. რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ავტოკოლექციონერები ერთ სივრცეში იყრიან თავს. ამ აუქციონზე გაყიდული ავტომობილები კი ყოველთვის ყველაზე ძვირად ღირებულთა სიაშია.

იხილეთ ფოტოგალერეა