კოკა-კოლას 3,3 მილიარდ დოლარს ედავებიან

აშშ-ის ფედერალური საგადასახადო სამსახური „კოკა-კოლას“ გადასახადების თავიდან არიდებაში ადანაშაულებს. საუბარია 3,3 მილიარდ დოლარზე, რომელსაც ოფიციალური უწყების ცნობით, კომპანია 2007-დან 2009 წლამდე არ იხდიდა. თავად „კოკა-კოლას“ წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ. კომპანიის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჯერჯერობით აშშ-ის ფედერალურ სამსახურს კომპანიის წინააღმდეგ ჯარიმა არ დაუწესებია.

„კოკა-კოლას“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარს სწორედ აშშ წარმოადგენს.