Volkswagen-მა ნახევარი მილიონი ავტომობილი გაყიდვიდან ამოიღო

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა, აშშ-ში ნახევარი მილიონი ავტომობილი გაყიდვიდან ამოიღო. ამის მიზეზი ის მოწყობილობა გახდა, რომელიც დაბინძურების უფრო მაღალი დონით გამოირჩევა. კერძოდ, ახალი მოწყობილობის გამო Volkswagen-ის ავტომობილები 40-ჯერ მეტი რაოდენობის გამონაბოლქვს გამოყოფენ, რაც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით დარღვევაა.

ამგვარად გერმანული ავტომწარმოებელი იძულებულია, აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღოს 2009-2014 წლებში გამოშვებული ყველა Jetta, Beetle, Audi A3 და Golf, ასევე 2014-2015 წლებში წარმოებული Passat-ები. ეს Volkswagen-სთვის 18 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ზარალს გულისხმობს.