ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

„ბლუმბერგის“ ბოლო მონაცემებით, WTI-ის ტიპის ნავთობზე ფასი 44.68 დოლარამდე შემცირდა, რაც თითქმის 5 პროცენტიან კლებას ნიშნავს. ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი კი 47.47 დოლარამდე დაეცა. ფასების კიდევ უფრო კლება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც აშშ-ის ენერგოკომპანიებმა კიდევ ერთხელ შეამცირეს ნავთობის შესყიდვა.

„შავი ოქროს“ ჭარბი მარაგის გამო, ნავთობის ფასები ბოლო ერთი წელია მცირდება. გასული წლის ზაფხულში ნავთობის ფასი ბარელზე 120 დოლარი იყო, მიმდინარე წლის აგვისტოში კი 42 დოლარი დაფიქსირდა. ფასების რეკორდულმა კლებამ არაერთი ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა.