კახეთში 19,2 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია

19 სექტემბრის, 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 19,2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის 6 600 ტონამდე რქაწითელია, 8 000 ტონამდე საფერავი, 880 ტონამდე კახური მწვანე და 3 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. "რთველი თანდათან აქტიურ ფაზაში გადადის - განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 45 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 11 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. ყურძნის გადასამუშავებლად მზადყოფნის მიზნით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დერეგისტრირებულია 100-ზე მეტი ღვინის კომპანია", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge