"თუ საკუთარი ფული შეგიძლიათ დაითვალოთ, ესე იგი ჯერ მილიარდერი არ ხართ“

ცნობილი მილიარდერების აზრით, იმისათვის, რომ მილიარდი იშვოთ, ბევრი შრომა, ცოტა იღბალი, საღი გონება და სიბრძნეა საჭირო.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ ცნობილი მილიარდერებს ციტატებს, როგორ იშოვოთ მილიარდი.

უორენ ბაფეტი: „წესი #1: არასდროს დაკარგოთ ფული. წესი #2. არასდროს დაგავიწყდეთ წესი ნომერი ერთი“.

კარლოს სლიმ ელუ: „თუ სხვების აზრზე ხართ დამოკიდებული, მაშინ მკვდარი სული ხართ“.

ტედ ტერნერი, CNN-ის დამაარსებელი: «არ მიყვარს, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ რაიმეს გაკეთება არ შემიძლია. თავს ყველაზე უკეთ სწორედ მაშინ ვგრძნობ, როცა მეუბნებიან, როცა მეუბნებოდნენ, რომ ვერ გავაკეთებდი იმას, რაც გავაკეთე“.

პოლ გეტი, Getty oil Company-ის დამაარსებელი: «თუ საკუთარი ფული შეგიძლიათ დაითვალოთ, ესე იგი ჯერ მილიარდერი არ ხართ“.

ინგვარ კამპარდი, „იკეას“ დამფუძნებელი: „ადამიანი შეცდომებს მხოლოდ მაშინ არ უშვებს, როცა სძინავს“.

ოპრა უინფრი: „თქვენ ხდებით ის, რაზეც ოცნებობდით. თქვენი ახლანდელი მდგომარეობა ზუსტად შეეფერება იმას, რაზეც წლების განმავლობაში ფიქრობდით და ოცნებობდით“.

არისტოტელე ონასისი: „ბიზნესის მთელი საიდუმლო მხოლოდ იმაშია, იცოდეთ ის, რაც სხვამ არ იცის“

ენდრიუ კარნეგი: „რაც უფრო ასაკში შევდიოდი, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი იმას, რას ამბობდა ხალხი და უფრო მეტად მაინტერესებდა ის, რას აკეთებდნენ ისინი“

სტივ ჯობსი: „თქვენ არ უნდა ჰკითხოთ კლიენტს, რა უნდათ. რადგან დროის იმ მონაკვეთში, ვიდრე თქვენ ამას გააკეთებთ, მათ რაღაც ახალი ენდომებათ“.