"2,54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ - თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება"

"დღეს ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არავინაა"

მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, თუმცა ამბობს, რომ ძირითადად მემკვიდრეობით მიღებული სიტუაციის გამოსწორება უწევს. დაინტერესდება თუ არა დარღვევებით შედგენილი ხელშეკრულებებით პროკურატურა და რა ცვლილებები გატარდება მომავალი წლიდან, "კვირის პალიტრასთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი­ საუბრობს:

- ამ ეტაპზე უამრავ მასშ­ტ­აბურ­ პროექტს ვახორციელებთ, მათ შო­რის,­ ავტობანის­, წყლისა­ და კანა­ლიზაციის მოწესრ­იგ­ები­სთვის. ზუგდიდის წყალმომარა­გე­ბაზე ტენდ­ერი, პრაქტიკულად­, დასრულდა,­ ფოთში კი ანალო­გიური ტენდერი­ ამ დღეებში გაი­ხსნება. თავდაპირველად წყალმომარაგებაში 28 სხვადასხვა პრო­ექტის განხორციელება იგეგმებ­ოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ 22 პრო­ექტი დამტკიცდა. ეს 22 პროექტიც დღეს პრო­ბლემების წინაშე დგას, რადგან­ მისი დაგეგმვისას დონორის მოთხოვნები არ შესრულებულა - უნდა გაკეთებულიყო ევროპული­ სტანდარტის პროექტი, თუმცა ის საბჭოთა სნიპებით (სამ­შე­ნებლო ნორმები) შესრულდა. ასე­თი­ პროექტი კი, ბუნებრივია, არც ერთმა დონორმა არ დააფ­ინანსა. ამის გამო პროექტების გადაკეთ­ება დაიწყეს, თუმცა­ ისევ სნიპებით. მთელი წელი ამ ხარვეზების გამოსწორებას მოვანდ­ომეთ. იმედია, წლის ბოლომდე პროექტირება დასრულდება.

- რა პერიოდში შეიქმნა 28 პროექტი ხარვეზებით?

- 28 პროექტის შესრულება 3 წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში პროექტები არასწორად კეთდებოდა. ხარვეზები გამოვა­სწორეთ და საერთაშ­ორისო დონორებმაც დამატებითი ფი­ნანსები­ გამოგვიყვეს. როდესაც არასრულყოფილი პროექტების გზადაგზა შესწორება გიწევს, კომპანიას ობიექტის დრო­ულად ჩაბარებასა და ხარისხიანად­ შესრულებულ სამუშაოს ვერ მოსთხოვ. უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ. სხვა მიმართულებითაც ვაწყდებით­ პრობლემებს. მაგალითად, პროე­ქტის ჩაბარების შემდეგ საპრო­ექტო ორგანიზაციებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ ეკისრებათ. ახალ კონტრაქტებში ეს მიდ­გომა შეიცვლება - ჩემი მოთხოვნაა, პროექტის დასრულებამდე მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელი პროექტანტი იყოს. რაც მთავარია,  წლების განმავლობაში გვეგონა, რომ სერიოზულ პრო­ექტებს უცხოური კომპანიები ახორციელებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ უცხოურ აბრებს ქართველები არიან შეფარებული და პროექტებსაც ისინი გვაძლევენ.

ქართველების შრომასა და უნარს არ ვაკნინებ, უბრალოდ, პასუხისმ­გებლობის არარსებობის გამო უცხო­ური კომპანიები ქართველ­ებს აბრებს მარტივად აძლევენ. ახალ კონტრაქტებში რეპუტაციური რისკიც ჩაიწერება და უცხოური კომპანიები ე.წ. ქართულ ფილ­იალებს უპასუხისმგებლობის შესაძლებლობასაც აღარ მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი უცხოური კომპანიები მთელ მსოფლიოში "გაშავდებიან".

- არ ფიქრობთ, რომ დამატ­ებითი პირობების ხელშეკრულებაში ჩადება პროექტების შესრულებას კიდევ უფრო შეაფერხებს, თანაც შესრულებულ სამუშაოებს დამატებითი ექსპერტიზაც ხომ უტარდება?

- უწესრიგობიდან წესრიგზე­ გადასვლა ყოველთვის შემაფერხებელია, მაგრამ ეს ერთადერთი­ სწორი გამოსავალია. ახლა საერთ­აშორისო პრაქტიკაზე ვსაუბრობ და არა ნოდარ ჯავახიშვილის ახი­რებაზე. რაც შეეხება ექსპე­რ­ტიზას, უმრავლეს შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხი არაფერს ნ­იშ­ნავს. კიდევ­ ერთი პარადოქსი:­ გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებშ­იც სამინისტრო და გზების დეპარტამენტი აპრიორი პირობის დამრღვევებად არიან წარმოჩენილი. ყველა­ კონტრაქტში, რომელშიც პირადად ჩავიხედე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ კომპანიას მთლიან სამუშაო ფართობზე მისცემს 100-პროცენტიან წვდომას. ანუ მთელ იმ რადიუსზე, სადაც სამუშაოები აქვს კომპან­იას ჩასატარებელი, სამუშაო მოედ­ანს გაუთავისუფლებს. არც ერთ პროექტში ეს პირობა შესრულებული არ არის. გამოდის, რომ ხე­­ლშეკრულების მო­ქმედების დაწ­ყებისთანავე დამნაშავეები ვა­რთ, რადგან კო­ნტრაქტის პირობას არ ვასრულებთ.­ ვეჭვობ, ეს შეგნებულად კეთდებოდა, რადგან ჩვენი მხრიდან კონტრაქტის ხელმომწერმა ყველა პირმა იცოდა, რომ სამშენებლო მოედანი მთლიან ფართობზე რეალურად ვერ გათავისუფლდებოდა.

- მიანიშნებთ, რომ სამინისტროს მაღალჩინოსნები კომპანიებთან იყვ­ნენ გარიგებული?

- ფაქტია, სამინისტრო და სტრუქტურული ქვედა­ნა­ყოფები­ მსგავს ხელშეკრულებებს ხელს აწე­რდნენ, რაც მუშაობაში სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა.  ამ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოვადგენ, ვცდილობ,­ არასწორი მიდგომები გამოვასწორო.­

- ფაქტობრივად, სისხლის სამა­რთ­ლის დანაშაულზე საუბრ­ობთ. მიაწოდეთ მასალები შესაბამის უწყებებს?

- თუ აქ დანაშაული იკვეთება, ამ მასალას წაიკითხავენ და ზომებსაც მიიღებენ.

- ტენდერები სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლია..­.

- ბოლო პერიოდში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: სამინისტროში უსაფუძვლო საჩივრების რაოდენობა გაიზარდა. გამიჩნდა ეჭვი, რომ აქ საბოტაჟის ელემენტებია. რატომ უნდა გაასაჩ­ივროს ტენდერის შედეგები კომპანიამ, რომელმაც კარგად იცის, რომ გადა­წყ­ვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო? გასა­ჩივრების შემთხვევაში ხომ პროცედურების დასრულებამდე საქმის დაწყება­ ფერხდება? რასაკვირველია, საბოტაჟიც დანაშაულია, მაგრამ ეჭვის საფუძველზე საქმეს ვერავინ აღძრავს. ჩივილის უფლება ყველა კომპანიას აქვს და ამის გამო ვერავის დავი­ჭერთ.

- რეგიონებში მოსახლეობა ჩივის, რომ მიწის სანაცვლოდ არაადეკვატურ ფასს სთავაზობთ.

- სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილი ცდილობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრო­ექტების ხარჯზე ხელი მოითბოს, თუმცა ამ მხრივ ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკა შევიმუშავეთ: ვინც სახელმწიფოს საქმის კეთებაში ხელს უშლის, ის კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. დემაგოგიით შედეგს ვერავინ მიაღწევს. ავტობანის არსებობის შესახებ საზოგადოებამ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, როდესაც ბატონმა სააკაშვილმა კომპანია "მილენიუმ ტრანსი" საგანგებოდ შექმნა და გურიისა და ქობულეთის ტერიტორიაზე, სადაც ავტობანი უნდა გასულიყო, მიწები წინასწარ შეიძინა. ეს პირდაპირი დანაშაულია, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული თანხები ჩაიჯიბეს. თუ მომჩივანებიდან რომელიმე ფულის გაყოფას სააკაშვილთან აპირებს, იდგეს და იჩივლოს. ჩვენ არა მხოლოდ მიწის, მასზე არსებული ნარგავებისა თუ ნაგებობების ღირებულებას ვიხდით. ამ ადამიანებს თანხას დანარჩენი საქართველოს ხარჯზე ვუხდი, ამიტომ იქნებ ვკითხოთ მოსახლეობას, უნდა თუ არა, რომ ადგილობრივებს 20 ლარი გადავუხადო, როცა მისი რეალური ფასი 30 თეთრია? გვქონდა შემთხვევა, როდესაც სამტრედიის შემოვლითი გზის გასაყვანად ადგილობრივ მოსახლეობას 3 ლარი გადავუხადეთ და პრეტენზია არავის გამოუთქვამს. მხოლოდ ერთი ოჯახი ამბობდა, რომ ხუთი დოლარი უნდა გადაგვეხადა, თუმცა ვერ გვიხსნიდნენ, რატომ. დავრდომილი მამა გამოიყ­ვანა და გზა გადაკეტეს, თუ­მცა პოზიცია არ დაგვითმია და კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ. გერგეთშიც პრობლემები გვაქვს, მიწის შეფასება ჩამოგვიტანეს, კვადრატული მეტრი 34 ლარი ღირსო, არადა, ამდენი ნიცაშიც კი არ ღირს მიწა.

- დღევანდელი მდგომარეობით, წლის ბოლომდე ბიუჯეტის შესრულებას თუ მოახერხებთ?

- წლის ბოლოს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა დამიდგება,­ რადგან ავანსებით გეგმის შესრულებას არ ვაპირებ. ადრე 20-30%-მდე ავანსები გაიცემოდა, რაც ბიუ­ჯეტის სახსრების ათვისებად ითვლებოდა. როდესაც მიზეზი ვიკითხე, პასუხი ვერავინ გამცა. ავანსის გაცემის ახალი ფორმულა ასეთი იქნება: 10%+10% (დასაბუთების შემთხვევაში კომპანია ავანსად 10%-ს მიიღებს შესრულებული სამუშაოს შემდეგ, ასევე დასაბუთებულად 10%-ის ჩარიცხვაა შესაძლებელი), თუმცა კომპანიებმა დასა­ბუთებულად უნდა წარმოადგინონ, რისთვის სჭირდებათ ავანსი. თუ დეკემბერსა და იანვარში სამუშაოები შესრულებული არ იქნება, თანხას არ გავცემთ.

- გასულ კვირას­ ერთი დოლარის ღირებულებამ­ 2,54 ლარს მიაღწია. არადა, მთავრო­ბის წევრები აცხადებდნენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის კანო­ნზე ვეტოს მოხსნის­ შემდეგ ვითარება გამოსწორდებოდა. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე?

- სამართლებრივად ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან და მეტიც, კონსტიტუციის თანახმად,  დღეს ლარის სტაბილურობა­ზე პასუხისმგებელი არავინაა. ეს გაუგებარი ანომალიაა,მაგრამ რეალობა ასეთია და, სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი­ მონაცემებით, აღებული სეს­ხ­­ების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოს­ახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყი­დოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება.

- სოციალურ აფეთქებას გულისხმობთ?

- საზოგადოე­ბის ფსიქიკა ბოლო წლებში ისე შეიცვალა, რომ შედეგებზე საუბარი ძნელია. არც ისე დიდი ხნის წინ გავიგეთ, რომ თურმე მოსახ­ლეობის ნაწილი­ წარმოუდგენელ შეურაცხყოფას ითმენდა. საზოგადოდ კი, ქვეყანაში­ რაც ხდება, ყველაფერზე მთავრობაა პასუხისმგებელი. ლარის თაობაზე კონკრეტულს ვერა­ფერს ვიტყვი, რადგან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდი ინტე­ნსიურად მუშაობს. რეაგირებასაც დროულად ახდენენ, მაგრამ შედეგზე ეს არ აისახება. რატომ ხდება ასე, საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მე ჩემს სამინისტროშიც ბევრი პრობლემა მაქვს.

- რამდენად სწორია ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა?

- ვფიქრობ, ეს არასწორი ნაბიჯია, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში სწორი გადაწყვეტილებაა.

- ანუ, ეს პოლიტიკური გადა­წყ­ვეტილებაა?

- ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს,­ პოლიტიკურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედამხედველობის­ სამსახურის გამოყოფა ქადაგიძის­ წინააღმდეგ არის მიმართული. ხელისუფლებაში გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჯობია, ეროვნულ ბანკს ბანკებზე ზემოქმედების­ ეს იარაღი არ ჰქონდეს და ფულად­-საკრედიტო პოლიტიკით დაკავდეს­. ჩემი აზრით კი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება პრობლემა იქნება,­ თუ ეროვნული ბანკი ბანკთა ბანკი არ იქნება. ეროვნული ბანკი ბანკების­ მამინაცვალი კი არა, მამა უნდა იყოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და არ ნიშნავს, რომ აპრიორი სწორს ვამბობ.

რუსუდან შელია

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"