თბილისი მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული და ბუღალტრული ფედერაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

21-22 სექტემბერს თბილისი მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული და ბუღალტრული ფედერაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ღონისძიება ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდება.

კონფერენციის თემაა - "სწავლებისა და სერტიფიცირების საუკეთესო მაგალითები აუდიტსა და ბუღალტრულ აღრიცხვაში - საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის". კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმირების უწყებათაშორისი მუშა ჯგუფი, საქართველოს ბუღალტერთა, აუდიტორთა და კონსულტანტთა საზოგადოების წევრები: შპს "ჯეი პი ეი", "ფინანსაუდიტი", "UHY ARG ჯგუფი" და "ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში".

კონფერენციაში მონაწილოებას ავსტრალიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, მონტენეგროს, რუსეთის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.