"ბიბლუსის" საკანცელარიო მაღაზიათა ქსელის ბაზაზე ახალი ელექტრონული მაღაზია - SOB.GE შეიქმნა

"ბიბლუსის" საკანცელარიო მაღაზიათა ქსელის ბაზაზე ახალი ელექტრონული მაღაზია - SOB.GE შეიქმნა. აღნიშნული ინტერნეტმაღაზია შოპინგისას დროისა და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. ინტერნეტმაღაზიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია საგადასახადო სისტემა, რომელიც ონლაინკლიენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, და ამასთან, მომხმარებლის ნდობის მოპოვება, რაც მხოლოდ პროდუქციის მაღალი ხარისხის შეთავაზების შემთხვევაშია შესაძლებელი. აღნიშნული სტანდარტები ბოლო დროს საქართველოშიც დამკვიდრდა. საკანცელარიო ონლაინმაღაზია SOB.GE ამ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

SOB.GE ოფისიდან თუ შინიდან გაუსვლელად პროდუქციის შერჩევის კომფორტული საშუალებაა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად, ქუჩაში ხეტიალსა და სალაროებთან საათობით რიგებში ხუთვას არ მოითხოვს.  SOB.GE იმითაც გამოირჩევა, რომ საკანცელარიო პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქსეროქსის ფურცლები, ფაილები, ბაინდერები, საქაღალდეები, ბლოკნოტები, კომპიუტერის აქსესუარები, ოფისის სხვადასხვა ინვენტარი. რაც მთავარია, მომხმარებელი ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასად შეიძენს. სხვათა შორის, მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" საკანცელარიო პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ახორციელებს. მეტიც, კომპანიის არსებობის მანძილზე "ბიბლუსის" გუნდმა შეძლო საკუთარი ბრენდის, PONTO-ს ჩამოყალიბება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებსაც აკმაყოფილებს და მომხმარებელშიც დამსახურებული ნდობით სარგებლობს.

ყველაფერთან ერთად, SOB.GE მომხმარებელს პროდუქციის ადგილზე მიტანის სწრაფ სერვისს სთავაზობს.  "საზოგადოებაში "ბიბლუსი" წიგნების რეალიზაციის მიმართულებით გახდა ცნობილი, თუმცა ბოლო დროს აბსოლუტურად ყველა ქსელში საკანცელარიო პროდუქციაზეც მზარდი მოთხოვნა გაჩნდა. გადავწყვიტეთ მომხმარებლისა და განსაკუთრებით, ბიზნესსექტორისთვის მოქნილი სერვისი შეგვეთავაზებინა და ბაზარზე ონლაინმაღაზია SOB.GE შემოვიყვანეთ. მართალია, ჩვენი ინტერნეტმაღაზია, ძირითადად, კორპორატიულ შესყიდვებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზეა გათვლილი, თუმცა საცალო გაყიდვებიც მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსი" საქართველოში ცნობილი ესპანური ბრენდის "მილანის" ოფიციალური შემომტანია და მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პარალელურად, ჩვენ ეროვნული ბრენდი PONTO-ც შევქმენით, რომელიც ხარისხით თავის საფასო კატეგორიაში ნამდვილად გამოირჩევა. SOB.GE-ს ონლაინმაღაზია ოფისმენეჯერებისთვის საიმედო პარტნიორია. საიტი მარტივი და "სმარტია", რომლის საშუალებითაც დიდი რაოდენობით საჭირო საკანცელარიო ნივთების შეძენას ნებისმიერი კომპანიის ოფისმენეჯერი ან კომერციული შესყიდვების მენეჯერი სწრაფად შეძლებს. რაც მთავარია, შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს. თბილისში მომხმარებლის მიერ შერჩეულ ნივთებს იმავე ან, მაქსიმუმ, მეორე დღეს მივაწვდით, რეგიონებში კი - მეორე დღესვე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდით", - განაცხადა მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ წამალაშვილმა.

SOB.GE-ზე პროდუქციის შეძენისთვის აუცილებელია ავტორიზაცია, მომხმარებლის რეგისტრაციის სახელისა და პაროლის მითითება. შემდეგი ნაბიჯია სასურველი ნივთისა თუ ნივთების ე.წ. კალათაში დამატება. თუ რომელიმე პროდუქციის ყიდვა გადაიფიქრეთ, უნდა დააჭიროთ ღილაკს "წაშლა". შოპინგის დასრულების შემდეგ, საიტის ბოლოს მითითებულ ფანჯარაში მისამართის მითითება აუცილებელია, სადაც გსურთ შეკვეთის ჩაბარება. ამის შემდეგ აჭერთ ღილაკს "მოთხოვნის გაგზავნა". ბოლოს კი, თანხის გადახდის თქვენთვის სასურველ ვარიანტს ირჩევთ. შეძენის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საიტზე გამოვა შეტყობინება "შეძენა წარმატებით დასრულდა".