Volkswagen-ის აქციები 25%-ით დაეცა აშშ-ში მომხდარი სკანდალის გამო

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ის აქციების ფასი ექვსწლიან მინიმუმამდე დაეცა.

ამის მიზეზი ის მოწყობილობა გახდა, რომელიც დაბინძურების უფრო მაღალი დონით გამოირჩევა. კერძოდ, ახალი მოწყობილობის გამო Volkswagen-ის ავტომობილები 40-ჯერ მეტი რაოდენობის გამონაბოლქვს გამოყოფენ, რაც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით დარღვევაა.

მომხდარის გამო „ფოლქსვაგენს“ 18 მილიონ დოლარამდე ჯარიმა ემუქრება. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ბრალდება 500 ათას ავტომობილს ეხება, რომელიც აშშ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში გაიყიდა.

გერმანული ავტომწარმოებელი იძულებულია, აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღოს 2009-2014 წლებში გამოშვებული ყველა Jetta, Beetle, Audi A3 და Golf, ასევე 2014-2015 წლებში წარმოებული Passat-ები.