ნავთობზე ფასის ვარდნამ შესაძლოა 1,5 ტრილიონი დოლარის ინვესტიციები შეაჩეროს

ნავთობსფეროში ახალი პროექტების განხორციელება, რომელთა შესაძლო ჯამური ღირებულება 1,5 ტრილიონი დოლარია, შესაძლოა, ნავთობზე ფასის ვარდნის გამო შეჩერდეს.

ანალიტიკური კომპანია Wood Mackenzie-ის ანალიტიკოსთა განცხადებით, ნავთობზე ბარელზე ფასის 50 დოლარამდე ვადნის შემთხვევაში, ინვესტორებისთვის არარენტაბელური იქნება ნავთობის სფეროში ინვესტიციების განხორციელება.

„მიმდინარე წელს ნავთობის მოპოვების სფეროში მხოლოდ 6 პროექტი დამტკიცდება, მომავალ წელს კი 10. წინა წლებში ეს მაჩვენებელი 50-60 იყო“, - ნათქვამია Wood Mackenzie-ის ანგარიშში.

ამავდროულად ექსპერტები აღიშნავენ, რომ 2017 წლიდან მოყოლებული ნავთობზე ფასი მკვეთრად გაიზრდება.