SOB.GE - ყველაზე კომფორტული ინტერნე­ტმაღაზია

თანამედროვე მსოფლიოში, ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ელექტრონული კომერცია სულ უფრო აქტუალური ხდება.

მოგეხსენებათ, ელექტრონულ კომერციაში მოიაზრება ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროდუქციის ინტერნეტრეალიზაციის საშუალებას იძლევა. დღეისთვის ელექტრონული კომერცია ბიზნესის ის მიმართულებაა, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ეფექტურად იყენებენ.  აღსანიშნავია, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ელექტრონული კომერციის ძირითადი კრიტერიუმები მკაცრად ჩამოყალიბდა: ინტერნეტმაღაზიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი დეტალია საგადასახადო სისტემა, რომელიც ონლაინკლიენტისთვის მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, და ამასთან, მომხმარებლის ნდობის მოპოვება, რაც მხოლოდ პროდუქციის მაღალი ხარისხის შეთავაზების შემთხვევაშია შესაძლებელი. აღნიშნული სტანდარტები ბოლო დროს საქართველოშიც დამკვიდრდა­. საკა­ნცელარიო ონლაინმაღაზია SOB.GE ამ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

SOB.GE "ბიბლუსის" საკანცელარიო მაღაზიათა ქსელის ბაზაზე შეიქმნა და ის შოპინგისას დროისა და ენერგიის მაქსიმალურად დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.­ ეს ოფისიდან თუ შინიდან გაუსვლელად პროდუქციის შერჩევის კომფორტული საშუალებაა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად, ქუჩაში ხეტი­ალსა და სალაროებთან საათობით რიგებში ხუთვას არ მოითხოვს.

SOB.GE იმითაც გამოირჩევა, რომ საკანცელარიო პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქსეროქსის ფურცლები, ფაილები, ბაინდერები, საქაღალდეები, ბლოკნოტები, კომპიუტერის აქსესუარები, ოფისის სხვადასხვა­ ინვენტარი. რაც მთავარია, მომხმარებელი ხარ­ისხიან პროდუქციას მისაღებ ფასად შეიძენს. სხვათა შორის, მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" საკანცელარიო პროდუქციის იმპორტს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ახორციელებს. მეტიც, კომპანიის არსებობის მანძილზე "ბიბლუსის" გუნდმა შეძლო საკუთარი ბრენდის, PONTO-ს ჩამოყალიბება, რომელიც­ თანამედროვე სტანდარტებსაც აკმაყოფილებს და მომხმარებელშიც დამსახურებული ნდობით სარგებლობს. ყველაფერთან ერთად, SOB.GE - მომხმარებელს პროდუქციის ადგილზე მიტანის სწრაფ სერვისს სთავაზობს.

მარიამ წამალაშვილი, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: "საზოგადოებაში "ბიბ­ლუსი" წიგნების რეალიზაციის მიმართულებით გახდა ცნობილი, თუმცა ბოლო დროს აბსოლუტურად ყველა ქსელში საკანცელა­რ­იო­ პროდუქციაზეც მზარდი მოთხოვნა გაჩ­ნდა­. გადავწყვიტეთ მომხმარებლისა და განსაკუთრებით, ბიზნესსექტორისთვის მოქნილი სერვისი შეგვეთავაზებინა და ბაზარზე ონლაინმაღაზია SOB.GE შემოვიყვანეთ.­ მართალია, ჩვენი ინტერნე­ტმაღაზია, ძირითადად, კორპორატიულ შესყიდვებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლე­ბზეა გათვლილი, თუმცა­ საცალო გაყიდვებიც მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსი" საქ­არ­თველოში ცნობილი ესპანური ბრენდის­­ "მილანის" ოფიციალური შემომტანია და მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პარალელურად, ჩვენ ეროვნული ბრენდი – PONTO -ც შევქმენით, რომელიც ხარისხით თავის საფასო კატეგორიაში ნამდვილად გამოირჩევა. SOB.GE-ს ონლაინმაღაზია ოფისმენეჯერებისთვის საიმედო პარტნიორია. საიტი მარტივი და "სმარტია", რომლის საშუ­ალებითაც დიდი რაოდენობით საჭირო საკანცელარიო ნივთების შეძენას ნებისმიერი კომპანიის ოფისმენეჯერი­ ან კომერციული შესყიდვების მენეჯერი სწრაფად შეძლებს. რაც მთავარია, შეძენილი პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს. თბილისში მომხმარებლის მიერ შერჩეულ ნივთებს იმავე ან, მაქსიმუმ, მეორე დღეს მივაწვდით, რეგიონებში კი - მეორე დღესვე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდით".

როგორ შევიძინოთ საქონელი SOB.GE-ზე?

1. აუცილებელია ავტორიზაცია, მომხმარებლის რეგისტრაციის სახელისა და პაროლის მითითება.

2. თქვენთვის სასურველი ნივთისა თუ ნივთების ე.წ. კალათაში დამატება. თუ რომელიმე პროდუქციის ყიდვა გადაიფიქრეთ, უნდა დააჭიროთ ღილაკს "წაშლა".

3. შოპინგის დასრულების შემდეგ, საიტის ბოლოს მითითებულ ფანჯარაში მისამართის მითითება აუცილებელია, სადაც გსურთ შეკვეთის ჩაბარება.

4. ამის შემდეგ აჭერთ ღილაკს "მოთხოვნის გაგზავნა".

5. ბოლოს კი, თანხის გადახდის თქვენთვის სასურველ ვარიანტს ირჩევთ.

შეძენის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საიტზე გამოვა შეტყობინება "შეძენა წარმატებით დასრულდა".

ინტერნეტი "დაიბადა"...

1969 წლის 29 ოქტომბერს "აპ­რ­ანეტში"­ ჩართულ ორ კომპიუტერს შორის პირველი კავშირი შედგა. ერთი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, მეორე კი სტენფორდში, სტენფორდის კვლევით უნივერსიტეტში მდებარეობდა. მათ შორის მანძილი 649 კილომეტრი იყო. პირველი საკომუნიკაციო სიტყვა "LOG ON " უნდა ყოფილიყო, თუმცა პირველ ჯერზე მხოლოდ "LOG"-ის გაგზავნა მოხერხდა, რის შემდეგაც სისტემა გაითიშა. საათნახევ­რიანი მუშაობის შედეგად ცდა თავიდან ჩატარდა და კომუნიკაცია წარმატებით დასრულდა. ინტერნეტის დაბადების წლად შეიძლება ჩაითვალოს 1970 წელი, რადგან ამ წელს მსოფლიოს ყველა ქსელის ერთ სისტემაში გაერთიანება გადაწყდა.

რუსუდან შელია

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"